”ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ გვენეტაძე საკუთარ საქმიანობაში ობიექტური ვერ იქნება

„პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა არ აკმაყოფილებს თვით იმ კრიტერიუმებს, რომელიც თავად პრეზიდენტის მიერ იქნა დადგენილი,” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა და მანვე განმარტა, რომ ნინო გვენეტაძე არის პოლიტიკურად მოტივირებული.

”ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ გვენეტაძე საკუთარ საქმიანობაში ობიექტური ვერ იქნება.

„თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე კი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძე პროფესიონალია და მას შეუძლია დაამყაროს ჯანმრთელი კომუნიკაცია ხელისუფლების სხვა შტოებთან.

გვენეტაძის კანდიდატურის შეფასებისგან თავს იკავებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი და უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

იგი აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განხილვა არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებს იწყებენ.

banner
წინა სტატიაშიერაყის პოლიცია: „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა 45 ადამიანი ცოცოხლად დაწვეს
შემდეგი სტატიაკენიელი მრბოლელი ფინიშთან ოთხით მივიდა