“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გოკა გაბაშვილი საქართველოს მთავრობას “ცირკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს”

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

„ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ საგანგებო სხდომას მმართავს“მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ ეს ცირკი. არ გამოდის უფლებამოსილი პირი, რომ შესაბამისი დოკუმენტები ჩაიბარონ. ვითომ არ იციან რა ხდება და გარეთ რა ვითარებაა, ვითომ არ იციან დღევანდელი გადაწყვეტილება. საქართველოს პარლამენტის წევრები ტელეფონით უკავშირდებიან სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს, რომელიც ზარებს არ პასუხობს. 21:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და სრულებით წარმოუდგენელია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ არ იცოდეს რა ხდება, არ ინტერესდებოდეს, არ პასუხობდეს ტელეფონის ზარებს და არ იბარებდეს დოკუმენტაციას. ეს სპექტაკლი, რომ არ იციან რა ხდება, აბსურდია. ეს აბსურდი, ბავშვური თამაში რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
ე.წ. მატროსოვის ციხესთან ნაციონალური მოძრაობის წევრები და გიგი უგულავას ახლობლები დედაქალაქის ყოფილი მერის გათავისუფლებას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის ლიდერები სასჯელაღსრულების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: უკრაინელი პოლიტიკოსები ქამელეონებივით არიან და გველივით იცვლიან ტყავს… (VIDEO)