“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქუთაისიდან თბილისისკენ მოემართებიან

ნაციონალური მოძრაობის

matrosovi“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქუთაისიდან თბილისისკენ მოემართებიან. დეპუტატები ე.წ. მატროსოვის ციხესთან მისვლას აპირებენ, სადაც ამ წუთებში დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მხარდამჭერები მის გათავისუფლებას ელოდებიან. ე.წ. მატროსოვის ციხესთან ხალხმრავლობაა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიზე იმოფებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის გიგა ბოკერია, ნიკა მელია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, დიმიტრი შაშკინი, სევდია უგრეხელიძე და სხვები. იქვე იმყოფებიან საზოგადოების ცნობილი სახეები, მათ შორის გიორგი უშიკიშვილი, გია ჭანტურია.
ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. პერიოდულად ადგილზე მყოფი პირები სკანდირებენ “გიგის გაუმარჯოს”.

banner
წინა სტატიაშიმინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს