“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშუალება არ აქვთ

რაზე ისაუბრებს უმრავლესობის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილთან ური ვაზაგაშვილის მკვლელობის ღამეს?

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშუალება არ აქვთ და არც ექნებათ მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში , ანალიტიკურ გადაცემაში “კვირის 20/30” სტუმრობისას განაცხადა.
ის გამოეხმაურა წამყვანის, არჩილ გამზარდიას რეპლიკას, რომ “ამბობენ, ოფიციალური მონაცემები მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის ოპოზიციური სპექტრის მიერ გავრცელებულ სკეპტიკურ ინფრომაციასთან”.
“დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, რომლის დომინანტი გახლავთ “ნაციონალური მოძრაობა”, ცდილობს იმას, რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდა. მხოლოდ ეს ისწავლეს, როგორ მოატყუონ საკუთარი მოსახლეობა და როგორ იყვნენ ოპოზიციაში საკუთარ საზოგადოებასთან. 9 წლის განმავლობაში მათი ქცევებით, ისინი ოპოზიციაში იყვნენ საკუთარ ხალხთან და ცდილობდნენ დაეხატათ, რომ ყველაფერი კარგადაა. მათმა ლიდერმა ისეთი აბსურდი შემოიტანა, ლამის დავით აღამშენებლის პერიოდთან გაავლო პარალელები, რაც აბსოლუტურად არაკორექტული იყო”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, “აგიტმანქანა დღეს პირიქით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რადგან თავად ხელისუფლებაში არ არიან, ყველაფერი ინგრევა”.
“ვერ მალავენ თავის სურვილს, რომ მათ ეს უნდათ – ეკონომიკა დაინგრეს, ქვეყანა დაინგრეს და განცდა აქვთ, თავი გადაირჩინონ, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს ორივე აბსურდია, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, რამეთუ ქართულ საზოგადოებას მახსოვრობა არ დაუკარგავს. ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშაულება არ აქვთ და არც ექნებათ მომავალში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპულ ეკონომიკას 5 და 10 წელიწადში ვერ ააშენებ, მსგავსი შეიძლება, ჩვენ 20 წელიწადში გავაკეთოთ
შემდეგი სტატიასაზოგადოებამ ხელისუფლების არჩევის უფლება დაიბრუნა