ნაციონალური მოძრაობის წევრები დიპოლომატებს ხვდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ამ წუთებში ნაციონალური მოძრაბის ცენტრალურ ოფისში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა იწყება. მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

არსებული ინფორამაციით ოპოზიციონერი დეპუტატები შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მათ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.

“სამწუხაროდ ქვეყანაში ყველა მიმართულებით მძიმე მდგომარეობაა. ეკონომიკით დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული. ჩვენ როგორც პასუხისმგებელი ოპოზიციური ძალა მუდმივ დიალოგში ვართ დიპლომატიურ კორპუსთან,” – აცხადებს გიგი უგულავა.

საუბარი შეეხება ასევე ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტს. საუბრის მთავარი თემა იქნება გიგი უგულავას ერთდღიანი თავისუფლება და შემდგომში მისი კვლავ დაკავება 4 წლითა და 6 თვით.

გარდა ამისა, საუბარი შეეხება საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესს, შეგახსენებთ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებას ოპოზიცია 2016 წლის არჩევნებზე ითხოვს, თუმცა ხელისუფლება ამის წინააღმდეგია.

“საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე სისტემური პრობლემით შედის, რომლის სიმბოლოც ბიძინა ივანიშვილია. გვაქვს შემთხვევა როდესაც ხშირად ხდება სისტემური ძალდობა ოპოზიციის წინააღმდეგ და ამას პრემიერმინისტრი მხარს უჭერს. გვყავს კლასიკური გაგებით პოლიტპატიმრები ქვეყანაში,” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები იქნება.

banner
წინა სტატიაშიმეზობლების მტკიცებით, ოზურგეთში, პოლიციამ ერთ-ერთ მოქალაქეს ტყვიები ჩაუდო
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაღუპული ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილის ფოტოს აყვეყნებს