“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წევრები დააკავეს

აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “თავისუფალი თაობის” ექვსი წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც “თავისუფალი თაობის” წევრებმა, მათ შორის ლადო სადღობელაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ეზოში მდგარი ბანერი, წარწერით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წითლად შეღებეს.
სადღობელაშვილის დაკავებამ პროტესტი გამოიწვია მის თანაგუნდელებში, რის შემდეგაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია.

აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე ცდილობენ უკრაინაში მაღალი თანამდებობების დაკავებას.

ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულებს რა სასჯელი შეეფარდებათ.

banner
წინა სტატიაშიხორვატია 60 ათას მოქალაქეს ვალს ჩამოაჭრის
შემდეგი სტატიასამართლიანი არჩევნები” გოგა ხაინდრავასგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს