“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “თავისუფალი თაობის” 6 წევრი დააკავეს

პოლიციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი დააკავა. სიტუაცია პარტიის ოფისთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორგანიზაციის წევრებმა პარტიის ოფისთან ბანერი “არ გამოგივათ 21 მარტის რევანში” დაწვეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს.
ბანერზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ერთობლივი ფოტო იყო გამოსახული. ამის შემდეგ “თავისუფალი თაობის” წევრებმა პარტიის ოფისს კვერცხები ესროლეს.
პოლიციის ეკიპაჟმა “თავისუფალი თაობის” ხუთი წევრი და ლადო სადღობელაშვილი დააკავა. როგორც დაკავებულები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, თუ რა მიზეზით ხდება მათი დაკავება.
ამ დროისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქცია კვლავ გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოების ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებს
შემდეგი სტატიაბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშში ალა პუგაჩოვამ მიიღო მონაწილეობა (video)