“ნაციონალური მოძრაობის” დატოვება არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეიქმნას რაღაც ახალი პროამერიკული გაერთიანება

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულები სად წავლენ და რა სახელს დაირქმევენ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, მას უკვირს “ქართული ოცნების”, რომელიც უარყოფს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლაში რაიმე წვლილი მიუძღვით.
“ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, მათ მართლაც არავითარი წვლილი ამაში არ მიუძღვით, იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” ამოცანა არასოდეს ყოფილა ის, რასაც ხალხს რეალურად შეჰპირდნენ. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური არენიდან გაქრობა და დაშლა. ამის საუკეთესო მაგალითია მათ მიერ დაწყებული კოჰაბიტაცია და თუნდაც ის, რაც სხვათა შორის გამორჩა ხალხს ეიფორიაში. ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის გულწრფელ სიტყვებს თავის დროზე, როდესაც მან თქვა, რომ მისი ამოცანაა ქვეყანაში ტემპერატურის დაწევა, პოლიტიკის გაგრილება, რომ თურმე “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენი სისხლი და ხორცია და არ უნდა გაქრეს პოლიტიკური არენიდან.
კოჰაბიტაცია როგორც ჩანს ლოგიკური იყო იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, “ქართული ოცნების” დიდმა ნაწილმა ალბათ არც იცოდა ამის თაობაზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე ადამინის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვება არის პირდაპირი მცდელობა ცალკეული წრეების ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და პროამერიკული ოპოზიციის მხრიდან, რომ შეიქმნას რაღაც ახალი პროამერიკული გაერთიანება.
“აქ არის გამალებული ბრძოლა იმაზე, რომ საქართველოში მოვიდეეს არა ის ძალები, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა ჩათვლის საქართველოს ინტერესებისათვის ძალიან მნიშვნელოვნად, არამედ ბრძოლაა იმისთვის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს აშშ-ს, ხელისუფლებაში მოიყვანოს პროამერიკული ძალები, რომლებიც მოემსახურებიან მათ და არა ქართველი ხალხის ინტერესებს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში,,რთულია დაეყრდნო მას, ვისაც სიყვარული არ შეუძლია,, ირინა სარიშვილი
შემდეგი სტატიაპროკურორს და მისი მოადგილე შოთაძეს აქვს 2 შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ან მისი და მისი უფროსის თავი გაგორდება, ან მას აქვს ჯილდოდ გარანტირებული მთავარი პროკურორის ადგილი