“ნაციონალური მოძრაობის” აქციას გურიიდან ათასი, აჭარიდან კი 3 ათასი აქტივისტი შეუერთდება

“ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიხეილ გოგოტიშვილის განცხადებით, თბილისში ოზურგეთიდან 500-მდე, ლანჩხუთითან – 350, ჩოხატაურიდან კი 150 ადამიანი გაემგზავრა.

როგორ გოგოტიშვილი აცხადებს გურიის რეგიონიდან მხარდამჭერები 08:00 საათზე გაემგზავრნენ და მათ გადაადგილების პრობლემა არ შექმნიათ.

რაც შეეხება აჭარას, თბილისში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე 3 ათასამდე მხარდამჭერი გაემგზავრა. ისინი პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ და თბილისში, მიკროავტობუსების კოლონებით გამოემგზავრნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელის ირაკლი თავართქილაძის თქმით, კოლონას აქტივისტები ჩაქვსა და ქობულეთშიც შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშითავისუფლების მოედანზე, აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს