ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული პოლიტიკოსები პარლამენტში ფრაქციას შექმნიან

ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული პოლიტიკოსები პარლამენტში ფრაქციას ქმნიან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია პავლე კუბლაშვილმა მიაწოდა.

“ფრაქციის შექმნას ვაპირებთ სექტემბერში. წინასწარ მოვლენებს არ გავუსწრებ და პოლიტიკურ შეთანხმებას ფრაქციასთან დაკავშირებით არ დავაზიანებ,” – ეს განცხადება პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან, შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კუბლაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო როგორც ფრაქციის საკითხი, ასევე ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული პოლიტიკოსების იდეა, რომელიც სამხედრო სავადლებულო სამსახურს უკავშირდება.

ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა 40% ბალკანეთიდან არის
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: დონალდ ტუსკის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სოლიდარობის მკაფიო დემონსტრირებას წარმოადგენს