“ნაციონალური მოძრაობა” 21:00 საათზე “საბრძოლო გეგმას” გამოაცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები 21:00 საათზე სამომავლო სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებენ. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, აღნიშნული სამოქმედო გეგმით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება. მათივე ინფორმაციით, ეს იქნება “საბრძოლო გეგმა”.
რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ის ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან გრძელდება. აქციაზე ცნობილი გახდა ის, რომ დაკავებული სამი პირი ადვოკატებმა მოინახულეს. მათი ინფორმაციით, დაკავებულები თავს მხნედ გრძნობენ.
საპროტესტო აქციაზე ივანიშვილის საწინააღმდეგო განცხადებების გარდა ისმის “რუსთავი 2”-ის მხარმდაჭერი განცხადებები.

banner
წინა სტატიაშიაშშ ახალ ფრონტს გახსნის სირიაში
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს