“ნაციონალური მოძრაობა შენობებში შეჭრას გეგმავს”- სახალხო დარბაზის აქცია სამებასთან

“ნაციონალური მოძრაობა შენობებში შეჭრას გეგმავს,” – ამ საგანგებო განცხადებას სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის პრესსსამსახური ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრები კი ამ წუთებში თბილისის სამების საკათედრო ტაძართან კონტრაქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მოსახლეობას მიმართავენ და ნაციონალური მოძრაობის გეგმების შესახებ ესაუბრებიან.

აქციის მონაწილეების ჩაცმულობა ჯინსის შარვალი, შავი მაისურები და ფაფახებია.

“არ ვაპირებთ ძალადობას. თუ ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციულ ქმედებებს მოახდეს, თავისუფლების, დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დავდგებით. ველოდებით, რომ საინფორმაციო მიტინგის დაწყებადე დარბაზის მონაწილეები კიდევ შემოგვიერთდებიან,”- აცხადებენ კონტრქციის მონაწილეები.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეეები “კოლმეურნეობის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნისკენ” მიემართებიან
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი: ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიის გაგზავნას არ დათანხმდება