“ნაციონალური მოძრაობა” ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
“ვასილ ყულჯანიშვილი სამშობლოსთვის თავდადებული სამხედროა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილს ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად შეიარაღებულ ძალებს”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” სამძიმრის წერილში.
ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი დაიღუპა. ამასთან, პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიირინე იმერლიშვილი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატია„ახლა „პანორამა თბილისის“ საკითხის წამოწევა, თანაც ასეთი სიმწვავით, ჩემთვის გაუგებარია“