“ნაციონალური მოძრაობა” საშემოსავლო გადასახადის შემცირებას ითხოვს

საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირება იმ გეგმის ერთერთი ნაწილია, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მთავრობას ლარის კურსის დარეგულირებისთვის შესთავაზა.

გარდა ამისა, ფრაქცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი 18%-დან 15 %მდე შეამციროს და აქციზის გადასახადი გააუქმოს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე მსოფლიოში ფასები იკლებს, საქართველოს ბაზარზე ეს არ ისახება.

“ჩვენ ვერ მოვისმინეთ, ტრაბახისა და არაკომპეტენტური განცხადებების გარდა, ფინანასთა თუ პრემიერპინისტრისგან რამე მწყობრი გეგმა, ქვეყანა როგორ გამოვიდეს მდგომარეობიდან,”-განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს “ნორმანდიული ოთხეულის” სატელეფონო საუბარი გაიმართება
შემდეგი სტატიაბოლო თვეების განმავლობაში დღეს ლარი გაუფასურების მაქსიმალურ ნიშნულზეა