“ნაციონალური მოძრაობა” პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ნაციონალური მოძრაობა” პოლიციელებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თითოეულ პოლიციელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ვუცხადებთ თანადგომას კრიმინალთან ბრძოლაში, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებას, როგორც მათ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. თანამედროვე პოლიციის შექმნა მოხდა სწორედ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, ამიტომ ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მათი სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატება. პროფესიულ დღეს ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გმირულად გარდაცვლილ პოლიციელების ოჯახებს და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მათ”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ახალგაზრდა ადვოკატები” მურმან დუმბაძის ხელფასის საბანკო ანგარიშზე ყადაღას ითხოვს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა აპარატის ჩინოვნიკების შემცირებით დაიწყო…