“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ეკონომიკურ კრიზისზე დებატებს ითხოვს

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღეს, ყველასთვის მოულოდნელად, ბიუროს სხდომაზე მივიდნენ. როგორც წესი, „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები თბილისის პარლამენტში პროტესტის ნიშნად არ დადიან, რადგან მიაჩნიათ, რომ დედაქალაქში პარლამენტის მუშაობა არაკონსტიტუციურია.

ამ თემაზე განმარტებას აკეთებს დეპუტატი სერგო რატიანი. მისი თქმით, მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვთ პარლამენტის დღის წესრიგში შესატანი, მათ შორის არის საყდრისის ოქროს საბადოზე მიმდინარე სამუშაოები და სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც ამ სადავო საკითხს შეისწავლის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატებსაც მოითხოვს.

„დებატები უნდა გაიმართოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ასევე, განხილული უნდა იქნეს რეზოლუცია, რომელიც ეხება ეკონომიკას, რადგან ცხადია, რომ ეკონომიკა არის მძიმე მდგომარეობაში და ქვეყანა არის კრიზისში,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია შეუსაბამოა ძველი თბილისისთვის,” – რა წერია ხელოვნებათმცოდნის დასკვნაში?
შემდეგი სტატიაგურჯაანის სასამართლოდან პატიმარი გაიპარა