ნაციონალური მოძრაობა ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ურჩევს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებას.
ამის შესახებ განცხადება მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა და თქვა, რომ დღეს ამ კანონს, ქართული ოცნების გარდა, ყველა ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.
„ჩვენი ყველა მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია, სერიოზული ფინანსური ორგანიზაციები, როგორიც არის სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, EBRD, აზიის განვითარების ბანკი, ყველა გვეუბნება, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუშლის საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას. ერთადერთი, ვინც ამის მხარდამჭერია, ეს არის ქართული ოცნება და მისი ეკონომიკური გუნდი. ჩვენ ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერთ,“ – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.