“ნაციონალური მოძრაობა” ვახტანგ გომელაურისგან პასუხს ელის, გაიტანეს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების შემცველი დოკუმენტაცია რუსეთში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მისგან იმ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას მოითხოვს, რომლის თანახმადაც, სუს-ის მაღალჩინოსანმა სახელმწიფო უსაფრთხოების შემცველი დოკუმენტები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა.
“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ტერიტორია დატოვა და რუსეთში გადავიდა, სადაც შესაბამისი, სახელმწიფო უსაფრთხოების შემცველი დოკუმენტაცია წაიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ შს სამინისტროსთან არაერთი კითხვა გვაქვს, რომელზეც გვსურს, რომ მათ პირადად გვიპასუხონ – ეს ინფორმაცია რეალობაა თუ სიცრუე? თუ ეს დადასტურდება, მაშინ აქვს თუ არა მორალური უფლება პირს, რომელიც შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა, სუს-ის ხელმძღანელად დაინიშნოს? მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ამ საკითხით სპეკულირებას არ ვაპირებთ და ველოდებით გომელაურისგან პასუხს – უარყოფას ან დადასტურებას”, – განაცხადა ლონდარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია პეკინზე – მოსახლეობა ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
შემდეგი სტატია„ევროკავშირის აზრით, საქართველოს მთავრობა სწორად მოქმედებს“