„ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ საგანგებო სხდომას მმართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ საგანგებო სხდომას მმართავს

ამ წუთებში ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმცირესობის საგანგებო, დახურულ სხდომას მართავენ. 18 საათზე კი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.
„დღეს უკვე თვალნათლივ გამოჩნდა მთავრობის ცინიკური და დამცინავი დამოკიდებულება, პოზიცია იმ პრობლემების მიმართ რომელიც ქვეყანაშია. ლარის გაუფასურების, ეკონომიკური კოლაფსის მიმარ. მთავრობამ არ ისურვა ქვეყნის საპარალემენტო ორგანოში მოსვლა კონკრეტული გეგმით. ინსტიტუტში რომელიც სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი, რომ ქვეყნის პრიორიტეტი განსაზღვროს. მთავრობამ ეს არ გააკეთა. უმრავლესობამ მათ მხარი დაუჭირა. ეს დამცინავი დამოკიდებულება თვალნათლივ გამოჩნდა რაც სამწუხაროა. ერთადერთი რაც შეგვიძლია საგანგებო რეჯიმში შევიკრიბოთ და სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელოთ“–განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ საგანგებო სხდომას მმართავს
შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო სხდომა ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინმა ჯარს მოუწოდა ომისთვის მოემზადონ
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს