ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შესაძლოა გაუქმდეს

გაუქმდება თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჯერ უცნობია, თუმცა პრემიერ-მინისტრი ამ მოდელის გადახედვის შესახებ ალაპარაკდა. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის განხილვის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი მსაჯულების საქმიანობას აკრიტიკებს.

რა ფორმით მოხდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადახედვა, პრემიერ-მინისტრს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. იურისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებით უმაღლესი თანამდებობის პირები სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენას ახდენენ.

სამართალმცოდნეების კიდევ ერთი ნაწილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუში ხარვეზების არსებობას ადასტურებს და პრობლემების შესახებ საჯარო დისკუსიებს ითხოვს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მომავალში რისკები თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ნაფიცი მსაჯულების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. უმრავლესობის ნაწილი კი კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაში“ის იცავდა მშვიდობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში”-პრემიერი რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა