ნატო უკრაინაში საფრთხეს ხედავს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს და დონაბსში მოქმედ რუს სეპარატისტებს შეუძლიათ სწრაფი შეტევა დაიწყონ უკრაინაზე…

,,ეს საკითხი იწვევს შესფოთებას… ხაზს ვუსვამ, რომ ორივე დაპირისპირებული მხარისთვის მინსკის შეთანხმების დაცვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უმნიშვნელოვანესია და ნებისმიერ მცდელობას იმისა, რომ სეპარატისტებმა გააფართოვონ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელი იქნება,, განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მორიგი მოწოდება გაუგზავნა რუსეთს, რათა მან საკუთარი შეიარაღებული ძალები და ტექნიკა რუსეთიდან გაიყვანოს…

,,ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთ, რომ შეწყვიტოს წინასწარ განზრახული დესტაბილიზება აღმოსავლეთ უკრაინის. შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა, გაიყვანოს საკუთარი ჯარი და სამხედრო ტექნიკა დონბასის რეგიონიდან და უკრაინის საზღვრებიდან… რუსეთი მთელი ძალებით უნდა დაუჭიროს მხარი კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ გზებს. არჩევანი ახლა რუსეთზეა,, განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშისტიქიის ზონაში ინფექციის გავრცელების საფრთხეა
შემდეგი სტატია“მზიურში” ნაპოვნი გარდაცვლილი გოგონა ივლიტა ჯიბუტია