ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნაეროვნული სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.
ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. ცენტრის, ისევე როგორც პაკეტის სხვა ინიციატივის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ნატო-ს ძალებთან თავსებადობის გაზრდა. სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარების მიზნით, ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა საწვრთნელ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობას გამოიყენებს. პროექტის განხორციელებას, ქართველ კოლეგებთან ერთად, ნატო-ს წევრი ქვეყნების, კერძოდ, დანიის, ლატვიის, ლიტვისა და ნორვეგიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

banner
წინა სტატიაშიეს ჩვენი ისტორიაა, ტრაგიკული ისტორია…
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენების შემოსვლის ფაქტს სუს-ში არ ადასტურებენ