ნატო, რუმინეთი და ბულგარეთი 9 მარტს შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლებებს გამართავენ

ნატო, რუმინეთი და ბულგარეთი 9 მარტს შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლებებს გამართავენ სწავლებები ახლო მანძილზე მანევრირებებს გულისხმობს და ასევე მასში ეკიპაჟური ვეტმფრენების ჩართვას.
ნატო ბულგარეთთან და რუმინეთთან ერთად ხვალ ჩაატარებს ამ სწავლებებს–ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა აშშ-ს სამხედრო ძალების კონტრ-ადმირალმა ბრედ უილიამსონმა.
მისი თქმით, სწავლებები ბულგარეთში „როტაციული ვარჯიშების ნაწილია და დაიგეგმა გასულ წელს“. მან დააზუსტა, რომ ნატოს სამხედრო გემები შავ ზღვაში 21 დღეზე მეტ ხანს ვერ გაჩერდებიან.
მან ასევე თქვა, რომ ნატოს გემების ჯგუფს გადაადგილებისას აცილებდნენ რუსული გემები და თვითმფრინავები. „ისინი თავის დავალებას ასრულებდნენ, ჩვენ -ჩვენსას, რაიმე აღმაშფოთებელი არ მომხდარა“ – აღიარა ადმირალმა.
ბულგარეთის პორტში უკვე დგანან ამერიკული „ვიკსბურგი,“ თურქული „ტურგუტ-რეისი,“ იტალიური „ალიზეო,“ კანადური „ფრედერიკტონი“ და გერმანული „შპესარტი. სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს ასევე ბულგარული „დრიზკი“.

banner
წინა სტატიაშიმე არ ვიცი თქვენ რამდენი მილიონი გაქვთ, მაგრამ უანგაროდ არასდროს არავისთვის არფერი გაგიკეთებიათ-შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაკოალიციურმა ავიაციამ ჯიჰადისტების ნავთობ-ბაზები ააფეთქა