“ნატოს ნელ-ნელა შორდება საქართველო,” – ნინო გოგუაძე

“ნატოს ნელ-ნელა შორდება საქართველო და ეს ხდება საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების ხელით,” – ეს განცხადება ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ გააკეთა.

ნინო გოგუაძემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აბაშიძის სფერო შემოიფარგლება მხოლოდ სავაჭრო და ჰუმანიტარულ, ადამიანურ ურთიერთობებზე მსჯელობით, ამ დროს ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს ითავსებს.

დღეს ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში 4-თვიანი პაუზის შემდეგ ხვდებიან.

banner
წინა სტატიაშითბილისში სასურსათო მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატია„კარასინი-აბაშიძის ფორმატი ვნებს საქართველოს ინტერესებს,” – გიორგი ბარამიძე