ნატოს გენერალი: პუტინი აზარტული მოთამაშეა

0,,17989647_303,00ბრიუნსუმში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის ჰანს-ლოტარ დომრიოზეს თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა იცის, კარგად როგორ გათვალოს სიტუაცია. ამასთანავე, ის “აზარტული მოთამაშეა.” გენერალი დომრეზეს ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ “ფოკუსში” გამოქვეყნდა, ის პუტინს ახასიათებს.

გენერლის თქმით, ნატო ძალიან შეშფოთებულია რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით, “რუსები არ გამორიცხავენ ატომური იარაღის ტაქტიკურ გამოყენებას. ჩვენ – კი” – განაცხადა დომრეზემ. მისი თქმით, პუტინი კარგი სტრატეგია და სიტუაციებს კარგათ თვლის, ამასთანავე ის “აზარტული მოთამაშეა. პუტინი არ არის გიჟი, მაგრამ ის მოთამაშეა და ეს შესაძლებელია სახიფათო აღმოჩნდეს” – ამბობს გენერალი ინტერვიუში.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ არც ნატო და არც თვითონ რუსეთს, მტრად არ თვლის. “უკიდეურეს შემთხვევაში, რუსეთი მხოლოდ პოტენციური საშიშროებაა”. “აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ნატოს ომი არ უნდა. მაგრამ ჩვენ მზად ვართ იმ ქვეყნების მოქალაქეები დავიცვათ, რომლებიც ალიანსში არიან. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი ამას ხვდება. ამიტომ დღემდე მე მშვიდად მძინავს” – თქვა გენერალმა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატი მერკელის პარტიიდან რუსეთში არ შეუშვეს
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი ადასტურებს, რომ პარტია მისმა თანაგუნდელებმა დატოვეს