ნატომ საქართველოში ჩატარებულ წვრთნებზე ვიდეო გამოაქვეყნა

ჩრდილო ანტანტიკურმა ალიანსმა (ნატო) გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ალიანსის 5 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისა და ქართული არმიის ერთობლივი წვრთნებია ასახული…

,,თუ ქართველები და ნატოს ქვეყნების ძალთა წარმომადგენლები ერთმანეთის გვერდიგვერდ იმუშავებენ, ჩვენ შევძლებთ უფრო  ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას,, აცხადებს სამხედრო მოსამსახურე გავრცელებულ ვიდეოში.

2015 წლის 8-დან 22 ივლისის ჩათვლით ჩატარებული წვრთნების ,,Agile Spirit 2015,,-ს ძირითად ამოცანას წარმოადგენდა პასუხი კრიზისულ სიტუაციებზე… წვრთნებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს აშშ-ს, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მოსამსახურეები, ხოლო მანევრებზე დამკვირვებლების სახით ლატვიის, თურქეთის და სომხეთის ოფიცრებიც იყვნენ მოწვეული…

სცენარის მიხედვით მრავალეროვანმა ასეულმა, რომელიც აშშ-ს, საქართველოს, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედროებისგან შედგებოდა, შეუტია დასახლებულ პუნქტს, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებული… წვრთნებში განვითარებული მოვლენების მიხედვით, სამხედროებმა შტურმით აიღეს 3 შენობა სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებული და ტერორისტთა ნაწილი ტყვედ აიყვანეს…

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში,,ახსოვს თუ არა პრემიერს და მის მარჩენალს წინასაარჩევნო დაპირება?,, – ირინა სარიშვილი
შემდეგი სტატიაNASA-მ დედამიწა-2 აღმოაჩინა…