ნასვამ პოლიციელზე გავრცელებულ ვიდეოზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

„ნაციონალური მოძრაობაში” ბერიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

ამის შესახებ დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა და თქვა, რომ „ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ინსტიტუტების ნგრევა.“

„რაც მთავარია, შევარდნაძისდროინდელი პრაქტიკა დაბრუნდა, როდესაც კონკრეტული ადამიანები, მაღალჩინოსნები, ან მაღალჩინოსნებთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ადამიანები იყენებენ პირად კავშირებს იმისათვის, რომ თავი აარიდონ სასჯელს, როდესაც მათ აქვთ ჩადენილი დანაშაული. ის პატრულის თანამშრომელი, რომლიც ამ ინციდენტს შემდეგ აიძულეს, დაეტოვებინა სამსახური, უნდა აღდგეს. ეს ადამიანი კი, ცხადია, თანამდებობიდან  უნდა გათავისუფლდეს და პასუხისგებაში მიეცეს,” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ამ საქმეებით გენინსპექცია უნდა დაინტერესდეს.

„ხულიგნობების ეს გამოვლინებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ცუდია საზოგადოებრივი მორალისათვის და ამიტომაც მე მოვუწოდებ გენინსპექციას, დაკავდეს იმ საკითხების გამოკვლევით, რამდენად სწორად ექცევიან იმ სამართალდამცველებს, რომლებიც სწორ რეაგირებას ახდენენ კანონდარღვევებზე,” – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

banner
წინა სტატიაში“რას უნდა ვაპირებდე, მემუარების წერას არ ვაპირებ,” – ემზარ კვიციანი
შემდეგი სტატიაშსს-ს გენინსპექციამ ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებულ ვიდეოებზე მოკვლევა დაიწყო