ნარკოდანაშუალის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მარნეულში მცხოვრები პირი დააკავეს. როგორც “თაიმერს” სინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულში მცხოვრები 1985 წელს დაბადებულიუ ელშან გ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი 25,7249 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
სამინისტროს განცხადებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260 ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: ეროვნული ბანკის არც ერთ მიმართულებაზე სამუშაოდ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს