ნანა კაკაბაძის განცხადებით, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა.
კაკაბაძის თქმით, ნორლანდმა რამდენიმე მსჯავრდებული სიიდანაც კი ამოიღო – მათ შორის ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების, ე.წ. კოჭოიას საქმეში მონაწილე პირები.
დღეს ამ განმცხადებას ამერიკის ელჩი პირადად გამოეხმაურა. რიჩარდ ნორლანდის თქმით, ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.