ნაზარბაევმა უცხოურ ნაწარმზე უარის თქმისკენ მოუწოდა ყაზახებს…

 

Tegrinews-ის ცნობით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, თავის მოქალაქეებს მოუწოდა უარი თქვან დასავლურ საკვებ პროდუქტებზე და საყოფაცხოვრებო საქონელზე….

,,მაგალითად დასავლური ტანსაცმელი… მათ გარეშეც შეიძლება ცხოვრება. მართლა! ფუაგრებისა და ბანანების გარეშეც, რომელიც საერთოდ მავნებელია ჩვენთვის,, განაცხადა ნაზარბაევმა აკმოლას ოლქში ფერმერებთან შეხვედრისას.

,,ყაზახეთში ჩასაცმელიც გვაქვს და საჭმელიც… ჩვენი ხალხი ყველაფრით უზრუნველყოფილია,, აღნიშნა ნაზარბაევმა.

ნაზარბაევის მხრიდან მსგავსი განცხადების მიზეზი,  ყაზახეთის ეკონომიკაში არსებულ კრიზისი შეიძლება იყოს.. რუსეთზე მიბმული ეკონომიკისა და ნავთობის ფასების დაცემის გამო, ყაზახეთის ეკონომიკას ბოლო დროს ინფლაციამ და ვალუტის დევალვაციამ საგრძნობლად დაარტყა, რის გამოც ნაზარბაევი, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლება, იმპორტის ხელოვნურად შემცირებას და საკუთარი პროდუქციით ჩანაცვლებას ცდილობს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისოხუმის სიმბოლო– საათი ისევ მუშაობს
შემდეგი სტატიამოსკოვი კიევისგან 3 მილიარდის დაბრუნებას ითხოვს