ნავთლუღში ხანძარს 17 სახანძრო მანქანა აქრობდა

ნავთლუღში, ნადარეიშვილის # 5-ში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაშავებულები და დაღუპულები არ არიან. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობას განაგრძობენ.
როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, განთავსებულია ხის საამქრო, საწყობები და დამხმარე სათავსოები.
ხანძრის შედეგად 600 კვ მეტრი ფართი დაიწვა. მეხანძრეები ხანძრის გაჩენის მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ.
ხანძრის თაობაზე ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში 17.37 საათზე შევიდა. ხანძრის ლიკვიდაციისთვის ადგილზე 17 სახანძრო მანქანა და სპეცტექნიკა მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიდოიჩე ველე: ბორის ნემცოვს სხვადასხვა იარაღიდან ესროლეს
შემდეგი სტატია,,არ მახსოვს დრო ამაზე შემზარავი – თუ რატომ უახლოეს საათებში დავწერ”