ნავზე 100 მიგრანტი საჭმლის გამო მოკლეს

მიგრანტინდონეზიაში მიგრანტებმა, რომლებიც ზღვაში დახრჩობისგან გადაარჩინეს, თქვეს, რომ ჩხუბის შედეგად, რომელიც ბორტზე მოხდა საჭმლის განაწილების გამო, დაახლოებით 100 ადამიანი იქნა მოკლული.
მიგრანტების თქმით, ბორტზე მყოფთანაგ ზოგიერთი დაჭრეს, ზოგიერთი ჩამოახრჩვეს, ზოგი მათგანი კი ბორტიდან გადააგდეს.
ბიბისის კორესპონდენტის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება, თუმცა მედია ამ ფაქტზე უკვე ინტენსიურად ლაპარაკობს. ჟურნალისტი მეთიუ პეისენსი ამბობს, რომ მომხდარის დამოუკიდებელი წყაროები არ არსებობს.
დაახლოებით 700 მიგრანტი ინდონეზიიდან ბანაკ აჩეხში იქნა გადაყვანილი. ბევრი მათგანის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. მიგრანტების თქმით, ისინი მალაიზიაში მიდიოდნენ, თუმცა მათ გზა მალაიზიელმა საზღვაო-სამხედროებმა გადაუჭრეს და მარშრუტის ძალის გამოყენებით შეაცვლევინეს.
ზოგიერთი მონაცემებით, ნავი ზღვაში დაახლოებით 2 თვე იმყოფებოდა. როგორც მიგრანტები ამბობენ, რამდენიმე ხნის წინ ისინი ნავის კაპიტანმა და მისმა თანაშემწეებმა მარტო დატოვეს.
მიმდინარე მომენტში ათასობით მიგრანტი ბანგლადეშიდან და ბირმადან ნავებით გაშლილ ზღვაში არიან, რადგანაც მალაიზიის და ტაილანდის მთავრობები მათ უფლებას არ აძლევს საკუთარ ნაპირებს მიუახლოვდნენ.
ბევრი მათგანი მუსლიმი როხიჯია, რომლებიც ბირმაში ნაციონალურ ნიადაგზე დევნას განიცდიან.
რამდენიმე ხნის წინ ბირმის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ მიგრანტებზე პასუხისმგებლობს არ იღებს.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში მამაკაცმა 3 მცირეწლოვანი ბავშვი სასტიკად სცემა
შემდეგი სტატია,,ფრთხილად, მეგობრებო, ძალიან ფრთხილად, ირინა ირაკლი არ არის,, – დოდონა კიზირია