ნადეჟდა სავჩენკო სასამართლოზე გულის შეტევისგან ცუდად გახდა

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენდღეს, მსჯელობის საგანი იყო სავჩენკოს, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატის იმუნიტეტი. სასამართლოს თქმით, იმუნიტეტი სავჩენკოზე არ გავრცელდება, რადგანაც ის დაკავების შემდეგ აირჩიეს დეპუტატად.
ცუდად გახდომისას ნადეჟდა სავჩენკომ წყალი მოითხოვა. სასამართლომ მას რამდენიმე წუთის შემდეგ შესთავაზა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გამოძახება, რომელზეც კიდევ რამდენიმე წუთი მსჯელობდნენ.
„ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი,ისინი ისხდნენ და ფიქრობდნენ ექიმისთვის დაერეკათ თუ არა“. „მათ სავშენკოს სიკვდილი უნდათ“ – ასეთი გამოხმაურებები მოყვა ტვიტერზე სასამართლოს რეაქციას სავჩენკოს გულის შეტევაზე.
ნადეჟდა სავჩენკოს რუსული სასამართლო ორი ჟურნალისტის მკვლელობაში სდებს ბრალს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მასპინძლობს
შემდეგი სტატიამოქალაქე პრემიერთან არ მიუშვეს