ნადეჟდა სავჩენკოს დედამ შვილის გათავისუფლების პროცესში დახმარების თხოვნით გერმანიას მიმართა

რუსეთში დაკავებული უკრაინელი პილოტი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს ოჯახი შვილის გათავისუფლების პროცესში დახმარებას ამჯერად გერმანიის მთავრობას სთხოვს. სავჩენკოს დედამ ღია წერილით მიმართა კანცლერ ანგელა მერკელს, თუმცა პასუხი უცნობია. რუსეთს უკრაინელი პილოტის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც.

ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში 2014 წლის ივლისიდან იმყოფება. სასამართლომ მას დაკავების ვადა მიმდინარე წლის 13 მაისამდე გაუხანგრძლივა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ის რუსეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
შემდეგი სტატიალევან მჭედლიძემ იტალიის ჩემპიონატში რეკორდი დაამყარა