მძღოლებსა და კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” შორის კონდიციონერებზე ახალი შეთანხმება შედგა

მიკროავტობუსის მძღოლებსა და კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” შორის კონდიციონერებთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება შედგა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ნათია მიქიაშვილმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი შეთანხმების თანახმად, მძღოლები ვალდებულები იქნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა აღემატება 26 გრადუსს, კონდიციონერი იყოს ჩართული.
“კონდიციონერები ჩვენი მხრიდან დაყენებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ვიცით, რომ არის პრობლემები ამ მიმართულებით. მგზავრები უკმაყოფილოები რეკავენ. მივაღწიეთ აქაც შეთანხმებას, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ტემპერატურა აღემატება 26 გრადუსს, კონდიციონერი უნდა იყოს ჩართული. ტემპერატურის საზომიც დამონტაჟებულია ყველა მიკროავტობუსში”, – განაცხადა მიქიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ სამხრეთ ოსეთი ადმინისტრაციულ საზღვარს ორი დღით კეტავს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საქართველოს პირველი პირი არის საქართველოს პრეზიდენტი