“მშიშარა დეპუტატი, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის დემოკრატია”

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

აპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, პრობლემის წყარო არის ის ხალხი, რომელიც შეუთანხმებლად და არაკოორდინირებულად იქცევა.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმთან დაკავშირებით გამოწვეული უთანხმოების მიზეზების გარკვევა დღეს მოხდება.
“მიზეზებს გავარკვევთ და შესაბამისად ლოგიკურად დადგება ის საკითხი, რაც უნდა დადგეს. არავის არავის თანამდებობა არ სწადია. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ მშიშარა დეპუტატი, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის დემოკრატია”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სხდომა მიმდინარეობს, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის კრიტერიუმების შერჩევის საკითხს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშისამთავრობო კორპორატიული ქსელის აბონენტებს გაუქმებული მეგაბაიტები აღუდგებათ
შემდეგი სტატიაფოთელმა მეთევზეებმა აქცია გამართეს