მშვიდობის სადარაჯოზე

მშვიდობის სადარაჯოზე

მშვიდობის სადარაჯოზეგერმანელი ხალხის ფიურერის ადეკვატურობა ომის შემდეგ ეჭვქვეშ დააყენეს მოკავშირეებმა. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე, რეიხსკანცლერი სიტყვით გამოვიდა რეიხსტაგში.

– ბატონებო! რეიხსტაგის წევრებო! რეიხსტაგი დღეს ისტორიული დღის მონაწილეა, რადგან 30 იანვარი გერმანელი ხალხის დღეა. 4 წლის წინ დაიწყო დიდი ნაციონალ-სოციალისტური რევოლუცია. ხალხმა გვანდო ჩვენ ეს წლები გამოსაცდელ ვადად. მე არ გამიგია მსოფლიოში თუ მომხდარა ჩვენაირი რევოლუცია, რომელმაც ყოფილ ჩინოვნიკებს მისცა საშუალება ემუშავათ მშვიდად და ყოველგვარი ღალატის გარეშე გერმანიის სამსახურში.
ოთხწლიანმა გეგმამ მოიტანა რეიხში მშვიდობა და მუშები არ გაფიცულან, რადგან სახელმწიფო ზრუნავს მათზე. გერმანელი ხალხის სახელის და ღირსების აღდგენა იყო ურთულესი ამოცანა ჩემთვის და როგორც რეიხსკანცლერმა შევძელი ამის გაკეთება.
უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში ბევრი სახელმწიფო შეიქმნა ევროპაში, რომელთა არსებობა არც ეკონომიურ და არც პოლიტიკურ ჭრილში არ ჯდება. გერმანია და და რეიხი – რეალობაა, ისევე როგორც იტალიის და პოლონეთის სახელმწიფობრივი არსებობა. შევძელით გაგვეუმჯობესებინა მეზობლებთან ურთიერთობა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
მე მყავდა სამი მეგობარი. პირველი მეგობარი პატარაობაა, მეორე კი ახალგაზრდობა რომელიც სავსე იყო გაჭირვებით და ღალატით. მესამე მეგობარი კი დღეს გერმანელი ხალხის და რეიხის სახით მყავს. ეგ მეგობრობა გაგრძელდება ჩემი სიცოცხლის ბოლომდე. და რომ არ მქონოდა რწმენა თქვეთან ერთად დღეს გერმანელი კვლავ სამსახურის გარეშე და მშიერი ერი იქნებოდა. მსურდა დავსვა კითხვა და გეგულებათ ერი რომელიც ჩვენზე მაღლა დგას დღესდღეობით?

საინტერესო გამოდგა ობერზალცბერგის შეხვედრა, რომელსაც ისტორიული დატვირთვა აქვს დღესაც. სწორედ აქ გადაწყდა ომის დაწყების საკითხი.

მშვიდობის სადარაჯოზე

ჰიტლერმა ობერზალცბურგის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ფანჯარა დახურა: – გადავწყვიტე სასიცოცხლო ტერიტორიებზე ვიზრუნო უკვე მომავალი წლიდან. ეს არ იქნება ბრძოლა რაღაც აფრიკული კოლონიებისთვის. დროა ევროპაში ახალი წესრიგი დავამყაროთ.
საიდუმლო სერობის შედეგად გაირკვა, რომ კანცლერს მხარი მხოლოდ ლუფტვაფემ გერინგის სახით დაუჭირა. თავი გროსადმირალმა ერიჰ რედერმა შეიკავა. ისედაც ფიურერი საზღვაო ფლოტის საქმეებში ნაკლებად ერეოდა. უკმაყოფილო ჰიტლერმა იმავე დღეს გერინგთან შეხვედრა არჩია ხელმეორედ და მოკლედ თქვა: არ მესმის გენერლების, პირიქით ომისკენ უნდა მიბიძგონ და აქეთ მე ვთხოვ ტერიტორიები დავიბრუნოთქო?
გერინგმა მხარი ამჯერადაც აუბა: ჩემო ფიურერო, რედერს ნუ გავამტყუნებთ, ჩვენი ფლოტი არაა ძლიერი. დროა უვარგისი სამხედროები ავლაგმოთ!!!

საკმაოდ საინტერესოდ იქნა აღიარებული ჰიტლერის სუფრული ჩანაწერები სადაც ის კაცობრიობის ნაკლზე საუბრუბოს.
ყოველივეს კი წინ უძღოდა მასობრივი შეხვედრები ევროპულ მედიასთან …

1935 წლის დასასრულს, ბრიტანულმა ,,LIFE,, ექსკლუზიური ინტერვიუ სთხოვა ჰიტლერს. იმ პერიდისთვის კანცლერი საკმად რესპექტაბელურ პირად იქნა მსოფლიოში აღიარებული და ჩვევას არ უღალატა, დინჯად და არგუმენტირებულ პასუხებს სცემდა ინგლისელებს.
LIFE: ბატონო ჰიტლერ! თქვენ მშვიდობიანი გერმანიის მომხრე ბრძანდებით, თუმცა SS და SA დაპირისპირებას შესახებ საუბარს გაურბიხართ.

მშვიდობის სადარაჯოზე
ჰიტლერი: ეს თემა ჩემთვის მტკივნეულია. არავის არ სურდა მოიერიშეების ხელმძღვანელების განადგურება. არც შტრასერის დასჯა. მაგრამ მოდით სხვანაირად შევხედოთ საკითხს. რემს რეიხსვერის შეცვლა სურდა, ხოლო შტრასერი კი პარტიის საიდუმლოს ასაჯაროებდა. იქამდე მივედით რომ, რეიხი გადატრიალების მორევში მოხვდა. აწყობილი საქმე გასაჯაროვდა. ერთმა მუჭა პროვოკატორებმა დასმენების ხარჯზე მოინდომეს ძალაუფლება. რა უნდა მექნა? ან მე ან ისინი. ამ ბრძოლას თავი შევწირეთ და იძულებული გავხდი ისინი მკაცრად დამესაჯა. განა თქვენთან როდესაც დიასახლისი ნამცხვარს გამოაცხობს, სტუმარს ცხელს მიართმევს? მგონი არა. ასე რომ ახალმა ხალხმა ჯერ ნდობა უნდა მოიპოვოს და მერე სახელი. ესენი იყვნენ მედროვეები და და რეიხის მტრები.

1935 წლის 2 მაისს საბჭოთა კავშირმა საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზე ეს ქვეყნები ვალდებულებას გამოთქვამდნენ აგრესიის წინააღმდეგ მესამე ქვეყნის მხრიდან. მეტიც, დამატებით ხელი მოეწერა სამხედრო დახმარებას ომის შემთხვევაში მესამე ქვეყნის მხრიდან. ფიურერმა დროულად აუღო ალღო შექმნის მდგომარეობას და 21 მაისს ისტორიული სიტვით გამოვიდა რეიხსტაგში:
– დღეს ისე როგორც არასდროს, გერმანიის საგარეო კურსი მშვიდობიანია. დღითიდღე ვამყარებთ ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოებთან. მესამე რეიხი ახალგაზრდა წარმონაქნია და მისი სიძლიერე ევროპის სიძლიერეა. ხელისუფლებაში მოვედით იმისთვის რომ არ განმეორდეს ომი ევროპაში. ჩემივე სიტყვების დასადასტურებლად, მზად ვარ ნებისმიერ სახელმწიფოსთან დავდოთ მშვიდობის პაქტი. რეიხს სურს საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება და მზად ვართ ხანგრძლივი მშვიდობისთვის რასაც მომავალი ორივე ოლიმპიადის მასპინძლობით ვადასტურებთ. და თუ ომის აუცილებლობა გარდაუვალი გახდება, შევძლებთ იმ ქვეყნებთან ერთად დაძაბულობის აღკვეთას ვისთანაც პაქტი გვექნება დადებული.

მშვიდობის სადარაჯოზე

საინტერესოა შემდეგი ფაქტიც: 1935 წელს ჰიტლერის პირადი მითითებით უნდა დაემარცხებინა მსიმსივნე მესამე რეიხს. ადოლფის გაჩენამდე მისი ძმები უდღეურები აღმოჩნდნენ და მალევე გარდაიცვლანენ. ოჯახის ექიმის განცხადებით პატარა ჰიტლერს სულ მოყვითალო სახე ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა. დედამისის კლარა პელცლის ყურადღება სწორედ რეიხსკანცლერისკენ იყო მიპრყობილი. აი მამა ალოისი კი ყოველივეს ეჭვიანობით ეკიდებოდა. სწორედ პატარა ასაკიდან ადოლფმა შეიყვარა დედა, რომელიც საუკუნის დასაწყისში მკერდის მსიმსივნით გარდაიცვალა. როგორც კი რეიხის სათავეში მოვიდა, იმ წუთიდან მან დაიწყო კონსულტაციები წამყვან მედიკოსებთან, რომლებიც განყოფილება H პარალელურად მუშაობდნენ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

შთამბეჭდავი გამოდგა ჰიტლერის შემდეგი სუფრული საუბრის სტენოგრამა: – მართალია დღეს ვომობთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მედიცინა. კაცობრიობის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მსიმსივნით დაავადება. ნამდვილად არ ვიცი საიდან იწყება ეს დაუპატიჟებელი პროცესი ორგანიზმში. მჯერა რომ მომავალში მას სხივების მაგვარით ვუმკურნალებთ. წარმოიდგინეთ რომ ცუდად ვართ. მაგიური სხივის დანათება ავადმყოფ ადგილზე და 10-15 წუთში ჯანმრთელები ვართ. ხშირად მესმის რომ მწეველებს ემართებათ მსიმსივნე, მაგრამ ამ სიტყვის ავტორები ცდებიან. უნდა ვაღიარო რომ შეთხვევითი დაავადება არაა ეს, რომელიც შეიძლება გაციებას შევადაროთ. ერთხელ კიდევ უნდა მოვუწოდოთ ექიმებს გამონახონ საშუალება განუკურნებელი სენის დასამარცხებლად.

მშვიდობის სადარაჯოზე

პირდაპირი თუ გადატინითი მნიშვნელობით ახსენა ჰიტლერმა მაგიური სხივი, არავინ ვიცით. იმ პერიოდისთვის ,,ანანერბე,,-ს ყველა განოფილება სრული დატვირთვით მუშაობდა …

რეიხსკანცლერის ფსიქოლოგიური პორტრეტი თავად მისმა დებმა გამოიტანეს სააშკარაოზე, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

ბექა კვიციანი

banner
წინა სტატიაშიყველაზე საიდუმლო კლუბი მსოფლიოში: რას განიხილავენ ბილდერბერგში
შემდეგი სტატიამოგი**ანთ მენტორული ტონი და “მარკეტინგის ღრმა ცოდნა”