მუხრან ბურჭულაძე-კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრემიერს, დაუყოვნებლივ გადააყენოს აბაშიძე და ნუ დაძაბავს ისედაც მძიმე ფონს

მუხრან ბურჭულაძე:-„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრემიერს, დაუყოვნებლივ გადააყენოს აბაშიძე და ნუ დაძაბავს ისედაც მძიმე ფონს“

მუხრან ბურჭულაძე:-„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრემიერს, დაუყოვნებლივ გადააყენოს აბაშიძე და ნუ დაძაბავს ისედაც მძიმე ფონს“„მეგობრებო, ჩვენ ბევრნი ვართ, ვისაც საქართველოს აწმყო გვტკივა და მომავალი გვადარდებს. ზოგისგან განსხვავებით ვემსახურებით იმ საქმესა და იდეას, რასაც თავისუფალი და ევროპული საქართველო ქვია. ამიტომაც გამარჯვება ჩვენს ხელთ იქნება მარად.

ჩვენი ძალა ერთობაშია და სწორედ ერთად ვაიძულებთ ხელისუფლებას აღასრულოს ქართველი ერის ნება!
ხელისუფალმა აღიარა, რომ მის გეგმებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ევროატლანტიკური მომავლის შენება. დადგა დრო როდესაც პატრონმა ვალი მოსთხოვა და ისინიც არხეინად უსტუმრებენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის ხარჯზე.
7 მარტს 15 საათზე ერთად მოვითხოვთ კარასინი-აბაშიძის, ქვეყნის ძირგამომთხრელი დიალოგის ფორმატის გაუქმებას“-ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

როგორც შევიტყვეთ, აქციის მთავარი ორგანიზატორი დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძეა, ჩვენ მას დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
რა მოთხოვნას დააყენებთ აქციაზე?
-აბაშიძისა და კარასინის უშედეგო და მავნე დიალოგის ფორმატის გაუქმების და აბაშიძის გადაყენების მოთხოვნით. მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს – სხვა გზა მას არ აქვს – სხვა შემთხვევაში ისინი იზიარებენ ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ რუსულ პოზიციას. ჩემი ხალხი არ აპირებს კარასინის დირექტივებით სვლას. აბაშიძე არათუ იზიარებს პუტინის პოზიციას და მეტიც – ის ჩვენს ხალხს მისი გაცვეთილი ფრაზებით ესაუბრება, ესა არის დიალოგის შედეგიც. ქართველი ხალხის ზურგს უკან ფარული გარიგებები ვერ შედგება ამას არ დავუშვებთ და პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის! აბაშიძე გადადგება! უნდა ეს ღარიბაშვილს თუ არა და ქვეყნის ძირგამომთხრელი ფორმატიც მიყვება, რადგან ეს ფორმატი რა შედეგსაც იძლევა ვხედავთ და მომავალში ის შობს მხოლოდ ახალ აბაშიძეებს. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრემიერს, დაუყოვნებლივ გადააყენოს აბაშიძე და ნუ დაძაბავს ისედაც მძიმე ფონს. იცის რასაც ვგულისხმობ და ურჩევნია გაითვალისწინოს. მინდა იმედი დავიტოვო, რომ მთავრობა დაადასტურებს საკუთარ ურყევ პოზიციას საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, გაემიჯნება აბაშიძის განცხადებებს და გააუქმებს ამ დიალოგის ფორმატს.

-რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან აქციას?
-ჩემთან ერთად ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა ამ აქციის ორგანიზატორი. არ მივცემ ხელისუფლებას იმის ნებას, რომ პუტინს გარანტიები აძლიოს, მისი ტანკებისთვის ტრასები აგოს, როსნეფტი შემომითრიოს და ყველაზე მთავარი – დააკნინოს ჩემი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მთავრობამ ნათლად თქვა, რომ ჩვენს ხელში ნატოს თავდაცვითი სისტებები რეგიონს საფრთხეს უქმნის. ეს პუტინის სიტყვებია. მივაბრძანებთ მათ პატრონთან როსტოვში და კოლეგა იანუკოვიჩთან ერთად ესაუბრონ პუტინს.
ამ აქციას ორგანიზებას ვუკეთებთ არასამთავრობო სექტორი, მიუხედავად ბრძენი კაცის მუქარისა, იმედს ვიტოვებ, რომ პოლიცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი აქციის უსაფრთხოებას და არ დაუშვებს პროვოკავიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას და მოვთხოვთ პასუხს.
-სხვა მოთხოვნაც იქნება?
-რათქმა უნდა და მოთხოვნების შესასრულებლად ვადას განვუსაზღვრავთ ხელისუფლებას. არშესრულების შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება და შედეგი მათ წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაზე და ბევრი თვალი დააკვირდება მომავალ პროცესებს. იქამდე დროა და ვაკვირდებით. მითუმეტეს აქციის საორგანიზაციო საბჭო ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ამ ეტაპზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. გაგიმხელთ რომ იქნება ბევრი სიახლე – ბევრი ახალი სახე და ლიდერი გამოიკვეთება. დღეს ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდა ენერგიული, რეფორმატორი ადამიანები სჭირდება. ესაა ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი.
-საზოგადოების ნაწილი უკვე ალაპარაკდა, რომ თბილისში მაედნის სუნი ტრიალებს.
-მაიდანი ჩვენი ხელისუფლებისთვის არეულობად აღიქმება, ხოლო იანუკოვიჩი დალაგებულობად. არანაირი მაიდანი არ იქნებოდა უკრაინაში მათ ხელისუფალს რომ ხალხისთვის მოესმინა და მათი ნება აღევლინა. პასუხისმგებლობა კი შედეგებზე ვისაც დაეკისრა ქვეყნის კურსის ცვლილების და ხალხის ღალატისთვის – ზის როსტოვში. ღმერთი არ გაუწყრეთ და არაფერი არიონ!
ახალგაზრდების მშვიდობიანი რევოლუცია ხალხს ბედნიერ მომავალს მოუტანს. ცხადია კონსტიტუციურ ფარგლებში.

timer.ge

banner
წინა სტატიაში2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს
შემდეგი სტატიარუსი კინოვარსკვლავი ბელორუსიიდან ცივილურად გააძევეს