მუხრან ბურჭულაძე:”ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობას”

ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობას

“მეგობრებო, ჩემო ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობას და რაც დრო გავა მეტად მტკივნეული იქნება ამის გაცნობიერება, რადგან დამნაშავეს საკუთარ თავში აღმოვაჩენთ. როგორც რიგით საქართველოს მოქალაქეს მაკისრია პასუხისმგებლობა და ვალდებულებები პირადად ჩემი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების წინაშე და ვფიქრობ ჩვენი უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულისთვის სწორედ მათ წინაშე ვაგებთ პასუხს”–წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.

დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე
“ქართული ტერიტორიის მიტაცება გრძელდება, მაგრამ მთავარი ისაა, თუ როგორია ამ დროს ჩვენი ოფიციალური პოზიცია, გამოხატავს კი ის ქართველი ერის ნებას? მინდა გითხრათ, რომ საუბედუროდ საქართველომ სცნო ახალი საზღვრები და ახალი რეალობა, ვეგუებით შეზღუდულ სუვერენიტეტს და ვემშვიდობებით ქართულ სახელმწიფოს.
ცალსახაა, რომ რუსეთი ხატავს ახალ საქართველოს რუკას და ძალით ახდენს საზღვრების დემარკაციას. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია 1991 წლის შემდეგ არ იცნობს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს“, რაც სამწუხაროდ ხშირად ფიქსირდება სხვა და სხვა სახელმწიფოების ოფიციალური პირების სიტყვაში. ჩვენ უნდა შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და მის კონსტიტუციურ მოწყობას. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირები ახსებენ არარსებულ „ავტონომიას“ და ამით აღიარებენ საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ანტიკონსტიტუციურ ტერმინოლოგიას სახელმწიფო მოწყობასთან მიმართებაში, რაც დანაშაულია ერისა და მამულის წინაშე! მე მინდა მათ შევახსენო, რომ ტერიტორია, რომელზეც ოკუპანტი მოხეტიალე ძაღლივით ნიშნავს საზღვრებს, არის შიდა ქართლი!
მეგობრებო, არავის გესწავლებათ, რომ რუსეთი გვედავება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ გეოპოლიტიკურ ფუნქციას, რაც იმპერიის დაშლით, სიმწრითა და ვაებით დავიბრუნეთ. უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოა ის კვანძი რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, რომელსაც აღიარებენ ჩვენი მეგობრები და რომლის წართმევასაც ლამობს მტერი. სწორედ საქართველოა ოქროს საწმისი და მას ვერავინ თან ვერ წაიღებს. მინდა ხელისუფლებაში მოღვაწე ოკუპანტის ვასალებს მათ ბატონთან დავაბარო, „ევრაზიული კავშირი“ ვერ ჩაანაცვლებს ქართულ გეოგრაფიულ ბრენდს და რუსეთზე ვერასოდეს გაივლის აბრეშუმის გზა, რადგან აბრეშუმის გზა საქართველოა, რადგან ის რუსეთი ვერასოდეს გახდება და რადგან ამ კვანძს ცივილიზებული სამყარო იცავს.
მინდა ყველას კვლავ ერთად დგომისკენ, ერთი იდეის – ქართული სახელმწიფოს გარშემო გაერთიანებისკენ მოგიწოდოთ და ამ მოწოდებით არ დავიღლები, იმიტომ რომ ერთნი ვართ, იმიტომ რომ ყველას გვტკივა და იმიტომ რომ მწამს ერთად გავიმარჯვებთ”–წერს დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე

banner
წინა სტატიაშიკიევში საქართველოს ყოფილი ელჩის გრიგოლ ქათამაძის მანქანა გაძარცვეს+ფოტო
შემდეგი სტატიასაზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს