მუხრან ბურჭულაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვების და პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განცხადება გააკეთა

ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობას

"გაიშნიკი", "ვილკა რიუმკა" და "ჟიგული"„დღეს მიმდინარეობს მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადაწყობა და ახალი რეალობის ჩამოყალიბება, პარალელურად ჩვენი ქვეყანა დგას ახალი გამოწვევების წინაშე. მთავარი ახლა ისაა თუ როგორ ხვდება საქართველო ამ გარდატეხებს. ქართული სახელმწიფოს ინტერესებშია ქვეყანაში იყოს რეალურად დემოკრატიული მმართველობა.

სწორედ ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტია. ეს იქნება პირველი იდეოლოგიური პლათფორმა და საკადრო პარტია ჩვენს ქვეყანაში. ქართულ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი ეკონომიკა და სამართლიანი საზოგადოება. ეს იქნება ახალი პრეცედენტი ქართულ პოლიტიკაში, როდესაც პოლიტიკოსები არავის დავპირდებით უფასო ლუკმას და ამით არ შევლახავთ ჩვენი თანამემამულეების ღირსებას, დღეს აუცილებელია სამუშაო ადგილების გაზრდა და თითოეული მოქალაქის ჩართვა შრომაში.

ქვეყანაში შექმნილი ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი აფერხებს ქვეყნის გავითარებას – საზოგადოება პოლარიზებულია და ეს არავის აწყობს თუ არა მტერს. საჭიროა მრავალპარტიული პლურალიზმი, კონკურენტული გარემო და ამავე დროს პარტიების რეალური კონსენსუსი სახელმწიფოს ინტერესების ირგვლივ. მინდა დავამატო, რომ ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და პირიქით ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი დიდი პოლიტიკური ოჯახი და ვისწავლოთ თანამშრომლობა. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ერთად და ეს იქნება თითოეული მოქალაქის გამარჯვება.

არახალია, რომ სასამართლოს, ბიზნესს თუ მედიას თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ამას გაცილებით დიდი ისტორია აქვს ვიდრე სამი ან ათი წელი. დღეისათვის რეალურად საქართველოში არ არსებობენ იდეოლოგიური პარტიები და ამიტომაც იკვებება ხალხი პოპულიზმითა და სპეკულაციებით. მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს არ სჭირდებათ პოპულისტური ლოზუნგები – მათ სჭირდებათ ქმედითი ნაბიჯები! ჩვენ გვჭირდება ახალი ხედვა და ახალი ენერგია.
ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ბიზნესის თავისუფლება და წახალისება, რისი გასაღებიც საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციაა და რისი ნებაც აქამდე არავის ჰქონია. ბიზნესს სჭირდება მცირე გადასახადი. უბრალო ადამიანს რეალურად უნდა ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება და საკუთარი შრომით ოჯახის რჩენის საშუალება. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს საშუალო კლასი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ქვაკუთხედი. ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო ხილია საკუთრება, კანონის უზენაესობა და რეალური კონკურენტული გარემო, მხოლოდ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერებისა და განვითარების საფუძველი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად მოვახდენთ სახელმწიფოსთვის აუცილებელი მიზნების რეალიზებას.
ჩვენ გვაქვს ქართული სახელმწიფოს მოწყობის ყველაზე მისაღები ხედვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ექნება რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა და ხელს შევუწყობთ ბიზნესგარემოს განვითარებას. ბიზნესს სჭირდება მოტივაცია და არა მათრახიი, როგორც ეს აქამდე გახლდათ. სახელმწიფომ პროექტების განხორციელება ბიზნესს არათუ უნდა დაავალოს არამედ მას ამისათვის მოტივაცია უნდა მისცეს – ესაა შეღავათები და გარკვეული წახალისება.

ქართული სახელმწიფო უნდა იყოს თითოეული მოქალაქის უფლებისა და თავისუფლების გარანტი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება – ესაა სამართლიანი სასამართლოს გასაღები, რადგან თავისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობას ნიშნავს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი მსაჯული არის კანონი და არა რომელიმე პარტია ან ლიდერი. კანონის უზენაესობა უნდა იყოს ახალი ქართული სახელმწიფოს ღერძი!
ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ახალი ეროვნული პრიორიტეტები და მოვახდინოთ ეკონომიკური და დემოკრატიული გარდატეხა.
ჩვენს მოქალაქეს უნდა სჯეროდეს რომ სწავლა პერსპექტივაა და ცოდნა კარგი შემოსავალი. ახალგაზრდების წარმატება გვჭირდება ხელისუფლებასა და ბიზნესში, მაგრამ არა ყანაში! ხელმისაწვდომი განათლება – ესაა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა!
საქართველო არის და იქნება ცივილიზებული სამყაროს კულტურის შემადგენელი ნაწილი.
ვთვლით რომ ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე ხდებოდა კარგიც და რა თქმა უნდა ცუდიც. ჩვენთვის სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესები პირველადია და ჩვენი პარტიულ საქმიანობის მთავარი მიდგომა არის იმ უზარმაზარი ინტლექტუალური და პროფესიონალური პოტენციალის რეალიზაცია, რომელიც გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეებს. და არასოდეს უნდა დავივიწყოთ რომ თითოეული მოქალაქე ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრეა. მე არ ვცნობ პარტიების მხარდამჭერებად დაყოფილ საზოგადოებას, მე ვიცი ერთიანი და განუყოფელი ქართველი ერი, რომელთან ერთად და რომლის დახმარებითაც ჩვენ მივაღწევთ საწადელ მიზანს. კმარა რევანში და შურისძიება, რადგან ჩვენმა ხალხმა ამით ცხოვრება დაკარგა, დროა მათ მივცეთ მომავალი და პერსპექტივა. ჩვენ ვითამაშებთ განსხვავებულ პოლიტიკურ თამაშს ეს იქნება პოზიტივზე, ერთობასა და თანამშრომლობაზე აგებული თამაში და არა ბავშვური კინკლაობა. საქართველო აუცილებლად გახდება ძლიერი ეკონომიკის მქონე და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიული სახელმწიფო.“

banner
წინა სტატიაშიბალტიის ქვეყნებში ჩვენი ძალების მობილიზება არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე
შემდეგი სტატიატენდერები არასათანადოდ ტარდება