მუსულმანური სამყარო ,,შარლი ებდოს,, წინააღმდეგ საპროტესტო ტალღამ მოიცვა

გასულ პარასკევს პაკისტანში დაწყებული ,,შარლი ებდოს,, კარიკატურების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია, არაბულ სახელმწიფოებში გაგრძელდა და აფრიკასაც გადაედო. თითქმის ყველა მუსულმანური სახელმწიფო მოიცვა საპროტესტო ტალღამ, რომელიც ,,შარლი ებდოს,, მიერ ტერაქტის შემდეგ გამოშვებულ ახალ ნომერში, ისევ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის დაბეჭდვამ გამოიწვია.

გუშინ
ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში, მეჩეთის წინ დაწყებული ,,შარლი ებდოს,, მოწინააღმდეგეთა პროტესტი, რომლის დაშლის მცდელობისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა,მსვლელობით და ამავე ქალაქში მომქმედი ორი კათოლიკური ეკლესიის გადაწვით დამთავრდა. წინადღით კი ამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ზინდერში, ამავე სახის აქციის დროს, პოლიციასა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირებისას 4 პროტესტანტი გარდაიცვალა. საფრანგეთის ელჩმა ნიგერში, განცხადებით მიმართა ამ ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს და სთხოვა მათ არ დატოვონ თავიანთი სახლები. ნიგერში და თითქმის ყველა მუსულმანურ ქვეყანაში, გამკაცრებულია საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვა.

banner
წინა სტატიაშიფრენკ დარაბონტმა „ფიფქია და მონადირეს“ გაგრძელებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაზუგდიდი–ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია