მურათ ილდირიმი: საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა

თურქული ,,ჰურიეთის,, ცნობით, თურქული კინოს 100 წლის იუბილის ფარგლებში თბილისში ჩამოსულმა თურქული კინოს ვარსკვლავმა მურათ ილდირიმმა განაცხადა, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა…

დღეს მურათ ილდირიმმა, თბილისში იუნუს ემრეს ინსტიტუტის თურქული კულტურის ცენტრის მიერ მოწყობილ კონფერენციაზეც მიიღო მონაწილეობა.

,,ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ ჩამოვდივარ ამ ქვეყანაში და სულ უფრო მომწონს აქაურობა… ხალხი რომელიც ყოველთვის დიდი სიყვარულით მხვდება… აქაური კულტურა… სამზარეულო. ისე შევეჩვიე აქაურობას , რომ მგონია სახლში ჩამოვდივარ. ძალიან მიყვარს საქართველო და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა,, აცხადებს მურათ ილდირიმი.

banner
წინა სტატიაშიდოლარი – 2,4 ლარს უახლოვდება…
შემდეგი სტატიაგამოკითხვა: აშშ-ში ქრისტიანების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა