მტკვარში ენოტის ლეში იპოვეს

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

სტიქიით დაზარალებული ადგილები დღეს დავით ნარმანიამ დაათვალიერა. თბილისის მერს ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფრმაცია გააცნეს. ცნობილი გახდა, რომ ერთი საათის წინ მტკვრის მიმდებარედ აღმოაჩინეს გარეული ცხოველის ლეში.

შსს წარმომადგენლების ინფორმაციით, ერთი საათის წინ, მტკვარზე, ჰესთან ენოტის ლეში იპოვეს. ასევე ნაპოვნია გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ჩაფხუტი. მიმდინარეობს სტიქიის დროს დაკარგული 3 ადამიანის სამძებრო სამუშაოები.

დედაქალაქის მერი წყნეთის ქუჩაზეც იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, გეოლოგთა ნაწილის აზრით, შესაძლოა, იმ ტერიტორიაზე, სადაც კორპუსები მდებარეობს, ქანებმა დაშლა დაიწყოს, ამ პროცესების თავიდან აცილების მიზნით, მერიის გადაწყვეტილებით, წყნეთს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი აშენდება.

banner
წინა სტატიაში“თაიმერი” და ტექნიკური უნივერსიტეტი სტიქიის კვალდაკვალ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: მოხალისეებს რაიმე სახის შეხება საკანალიზაციო სისტემასთან არ ჰქონიათ