მსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტ ბეჟალელ მაჩლისს და ELBIT- ის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

საუბარი შეეხო საავიაცია ნაწილების საწარმოს პროექტს, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT Systems – Cyclone-ის პარტნიორობით ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პროექტს, რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 85 მილონი დოლარია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელება და ორმხრივი თანამშრომლობა იქნება საიმედო და ნაყოფიერი.

ცნობისთვის დღეს თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ეყრება საფუძველი.

banner
წინა სტატიაში„საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს” – შტეფან ფულე
შემდეგი სტატიაშსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაქურდვის ბრალდებით ამავე ოფისის თანამშრომელი დააკავა