ინტერნეტის ახალი ვარსკვლავი კრისტინა პიმენოვა მოსკოვის ,,ლოკომოტივის,, , ,,დინამოს,, და რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის რუსლან პიმენოვის და ყოფილი მოდელის გლიკერია შიროკოვას ქალიშვილია. ზოგიერთი გამოცემა მას მსოფლიოს ულამაზეს ბავშვს უწოდებს. ,,ფეისბუქში,, მის გვერდს 2 მილიონამდე ,,ლაიქი,, აქვს.
დღეისთვის 9 წლის კრისტინამ, 3 წლის ასაკში დაიწყო სამოდელო სკოლაში სიარული და უკვე მოასწრო მსოფლიო დონის რამდენიმე ბრენდისთვის ჩაეტარებინა ფოტოსესია.