მსოფლიომ ნეპალის დახმარება დაიწყო

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ, ნეპალში სამხედრო-სატვირთი თვითმფრინავით სამ ტონამდე პირველადი დახმარების მედიკამენტი და 40 მაშველისაგან შემდგარი ჯგუფი გააგზავნა…

ოფიციალური პირების ცნობით, მზადდება გასაგზავნად კიდევ სამი თვითმფრინავი მაშველებითა და გადასატანი ჰოსპიტალით.

კატმანდუს დახმარების სურვილი გამოთქვა ასევე აშშ-მ და საფრანგეთმა…
აშშ-მ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ აგზავნის მაშველებს და 1 მილიონ დოლარს კატმანდუში.. ხოლო საფრანგეთმა განაცხადა, რომ შეასრულებს ნებისმიერ თხოვნას ნეპალის ხელისუფლებისა რა დახმარებაც დასჭირდებათ…

ამასობაში კი მიწისძვრის მსხვერპლის რიცხვი 1500 უახლოვდება…

banner
წინა სტატიაშისპორტსმენმა გაცილებით სწორი ეკონომიკური ხედვა გამოავლინა, ვიდრე ხარისხების მქონე ეკონომისტებმა–რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიათურქებმა აეროპორტი ზღვაზე გააშენეს (VIDEO)