“მსგავსი გადაწყვეტილება არ მიმიღია,”- მოსამართლე ურთმელიძე თვითაცილებაზე საუბრობს

მოსამართლე ურთმელიძეს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან

“მსგავსი გადაწყვეტილება არ მიმიღია,”- ასე უპასუხა მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი2-ის იურისტს კითხვაზე თავად ხომ არ აპირებდა მოსამართლი საქმიდან თვითაცილებას.

მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ საქალაქო სასამართლოში რუსთავი2-ის იურისტებმა მოითხოვეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობის წარსადგენად აუდი-ვიზუალური საშუალებების გამოყენება, მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხომაზე ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა.

პროცესზე შესვენების გამოცხადებამდე განცხადება გააკეთა ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა. მან მოსამართლეს ის მიზეზები გააცნო რის გამოც რუსთავი2-ის წარმომადგენლები მის აცილებას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაში“დღეს ხდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლა”
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ცენტრალურ ოფისში სხდომას მართავს