მსახიობი კოტე თოლორდავა დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მოსკოვში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.

12f185ec2bb8654200ceeff332640b2ee1მსახიობი კოტე თოლორდავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ქაშუეთის ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ მსახიობი თეატრალურ უნივერსიტეტთან დაასვენეს, საიდანაც ახლობლებმა და მეგობრებმა მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. სამგლოვიარო ცერემონიის გამო დროებით შზღუდული იყო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე.
მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობის ცხედარი სასტუმროს ნომერში იპოვეს. კოტე თოლორდავა საქართველოში 17 აპრილს ჩამოასვენეს.

gano2 ganoo1
11159972_796013803826969_3729828261095856301_n

banner
წინა სტატიაშისიმაღლისა და წონის ნორმები ერთიდან 14 წლამდე ასაკის გოგონებისა და ბიჭებისთვის
შემდეგი სტატიაგიორგი ღონღაძის ქალიშვილი სალომე ვირჯინიის ახალგაზრდული გუბერნატორი გახდა