მსახიობი გიორგი ნაკაშიძე გაათავისუფლეს

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დღეს გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შესახებ ინფორმაცია მსახიობმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში დაადასტურა, თუმცა, გიორგი ნაკაშიძე გუშინ მომხდარი ინციდენტის დეტალებნზე საუბრისგან თავს იკავებს.

როგორც ცნობილია გვიან ღამით პოლიციელებთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ნაკაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორიში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ საარბრიუკენის მოედანზე მოხდა. როგორც ცნობილია, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაკაშიძე პოლიციელებთან მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატია„დიდი ტრაგედიაა როდესაც პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება”