“მრჩეველი, რომელიც უთანხმოებას იწვევს”- გამოცემა Economist-ი სააკაშვილზე

ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?

“მრჩეველი, რომელიც უთანხმოებას იწვევს,” – სტატიას ამ სათაურით საქართველო-უკრაინა- რუსეთის ურთიერთობის შესახებ გაზეთი “ეკონომისტი” აქვეყნებს. სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ ურთიერთ დამოკიდებულება, რომელიც რუსეთის არმიასთან ბრძოლა გამოვლილ საქართველოსა და უკრაინას აკავშირებდათ, დაიძაბა პეტრე პოროშენკოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ.

სტატიის თანახმად, სააკაშვილის დანიშვნით გამოწვეული დაძაბულობა საქართველოსთვის მძიმე პერიოდს დაემთხვა, რადგან რუსეთისა და დასავლეთის კონფლიქტში ქვეყნის ორიენტაცია გაურკვეველია. ამას თან ახლავს ეკონომიკური სირთულეებიც, ექსპორტის შემცირება და ლარის გაუფასურება.

“ეს ეკონომიკური რეგრესი მძიმედ დააწვა ქვეყანას, რომლის პოლიტიკური ლანდშაფტიც ჭრელია,” – წერს ეკონომისტი და აქვე მიუთითებს, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნო კორუფციაში, სხვები კი სასამართლოს მოლოდინში თვეების განმავლობაში ჰყავს დაკავებული. თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, რომელსაც ფულის გათეთრება ედება ბრალად, 8 თვეა ციხეშია. მისი მოთხოვნა გირაოს თაობაზე 18 თებერვალს არ დაკმაყოფილდა. ამის გამო, საქართველოს წინასწარი დაკავების პრაქტიკა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა მომხსენებელმა პედრო აგრამუნტმა დაგმო,”– წერია სტატიაში.

წერილში ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ძველ პოლიტიკას, თავიდან აიცილოს რუსეთთან კონფრონტაცია იმ დროს, როდესაც რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ახალ შეთანხმებებს აფორმებს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი: გიორგი ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებს
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძეს თამაზ ჭკუასელი შეცვლის